სეიფების შესყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 21-27 თებერვლის კვირაში, იტყობინება ონლაინ ჰიპერმარკეტი VseInstrumenty.ru. 14 თებერვლიდან 20 თებერვლის კვირასთან შედარებით, სეიფების შესყიდვები 34%-36%-ით გაიზარდა. 28 თებერვლიდან 6 მარტამდე ზრდამ 20% შეადგინა. ამასთან, 7 მარტიდან 14 მარტამდე - მოთხოვნა შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
HardSafe-ი, უსაფრთხოების მაღაზია იტყობინება, რომ “მოთხოვნა გაიზარდა 100%-ით” როგორც იარაღზე, ასევე სეიფებზე, ხოლო სხვადასხვა მომწოდებლების სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 10-დან 60%-მდეა აწეული.
სეიფებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზებს შორის სახელდება ვალუტის კურსის ცვლილება და რუსების ხელში ნაღდი ფულის რაოდენობის ზრდა. ამასთან, იმპორტირებული იარაღის გაძვირების მოლოდინის გამო მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს ადგილობრივი წარმოების იარაღის შეძენა. ბაზრის ზოგიერთი მონაწილე თვლის, რომ მოთხოვნის დინამიკის მკვეთრი ზრდა დროებითი მოვლენაა.